ბოლო ერთ წელიწადში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან საარსებო შემწეობას იღებენ, დაახლოებით, 23,8%-ით გაიზარდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2020 წლის ნოემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა (უკიდურესად გაჭირვებულების) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 99 304 ადამიანით არის გაზრდილი.
სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 416 396-ს შეადგენდა, 2020 წლის ნოემბერში კი 515 700-ს შეადგინა.
ერთ მილიონს გადააჭარბა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამაც, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. უფრო კონკრეტულად, 2019 წლის ნოემბერში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 929 440-ს, დღეის მდგომარეობით კი ბაზაში 1 011 868 ადამიანია რეგისტრირებული.