სერიიდან- რაზე არ დაგაფიქრებს სოფელი . . .
ითვლება, რომ ფემინისტური მოძრაობა, არის ლიბერალური იდეოლოგიის ერთერთი შემადგენელი ნაწილი, მისი ელემენტი.
ჰეგელს, თავის “გონის, სულის ფენომენოლგიაში”, მოყვანილი აქვს თანამედროვე ფემინიზმის მისეული, ალეგორიული განმარტება, რომელსაც არქმევს –
“ბატონი და მონა”. ბატონი ებრძვის სიკვდილს, არ ეშინია მისი, მონას კი სიკვდილის შიში აქვს. ასე თანდათანობით მონა ბატონის გონით, ფიქრებით ცხოვრობს და საბოლოდ მისი საკუთრება ხდება. მაგრამ გარკვეული დროის მერე, თვით ბატონი ხდება მონაზე დამოკიდებული და აქ ხდება “რევოლუცია”.
მისეული განმარტებით, ფემინიზმთან მიმართებით, “მონის” როლში გვევლინება ქალი, ხოლო “ბატონის” როლში მამაკაცი. ამ “რევოლუციურ” პროცესში -ქალი(“მონა”) ითვისებს მამაკაცის (“ბატონის”) თვისებებს, ის ხდება “არამამაკაცი”, რაღაც სხვა, სიმბიოზი. შესაბამისად კაციც ხდება რაღაც სხვა-“არაქალი”.
რას მოვაყოლე ახლა ეს-რამდენჯერმე აქ მოვკარი თვალი შოუ -“მასტერშეფს”. რამდენიმე ეპიზოდს ვუყურე სპეციალურად.
წამყვანებიც და მონაწილეებიც ჰეგელისეული “არამამაკაცების” და “არაქალების” განსახიერებაა. აი ზუსტი ასლი.
ამ გადაცემაში, ლიბერალური, ცრუ იდეოლოგიის ელემენტმა-ფემინიზმმა, თავისი მთელი “სიდიადით” გაიმარჯვა- იმ გადაცემაში, პატრიარქატი “განადგურებულია”.
სხვათა შორის, ქუჩაშიც ბევრი “არამამაკაცი” თუ “არაქალი” შეგვხვდება. მე მხვდებიან და თქვენი არ ვიცი.
იმედია, ისინი აცნობიერებენ, რომ ჰეგელისეული პარადიგმის-“ბატონი და მონას” როლში რომ არიან. ამას თუ ვერ აცნობიერებენ და ამას მხოლოდ “ინერციის” ძალით შვებიან, ეგ უკვე პრობლემაა.
რევაზ კილასონია