ლავრენტი ბერიას მიმართ წარმოებული ანტიპიარი, სამწუხაროდ, დღესაც მუშაობს და ეს არაორდინარული პიროვნება საქმეში ჩაუხედავ ადამიანებს მართლა პირსისხლიანი ვამპირი ჰგონიათ.
თუმცა, ამ ბოლო პერიოდში გასაჯაროებული საარქივო მასალები სრულიად საპირისპიროზე მეტყველებენ და საბჭოთა უშიშროების მარშლის პორტრეტის ნამდვილი კონტურები იხატება…
ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ისტორიის საპატიო დოქტორი აბესალომ პოპოვიჩი წერს:
„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ამის საფუძველს ჩემ მიერ ღრმად შესწავლილი საარქივო მასალები მაძლევს, რომ ლავრენტი ბერია ძალიან პრინციპული და სამართლიანი ადამიანი იყო.
მე არ ვამბობ, რომ საბჭოთა კავშირში სისხლიანი რეპრესიები არ ყოფილა. იყო, როგორ არა, მაგრამ საერთო საკავშირო რეპრესიებთან ბერიას, ფაქტობრივად, კავშირი არ ჰქონია. როდესაც საბჭოთა კავშირში ეს პროცესი მიმდინარეობდა, ამ ყველაფერს იაგოდა და ეჟოვი ხელმძღვანელობდნენ. ბერია კი იმ დროს საქართველოს ცეკას პირველი მდივანი იყო და თავისი მოხერხებულობისა და გონების წყალობით, საქმეს ისე წარმართავდა, რომ უდანაშაულოდ ერთი ადამიანიც კი არ დასჯილიყო. თუმცა, კონტრრევოლუციონერთა ნაკლებობას არც საქართველო განიცდიდა.
ჩემი ცნობილი ამერიკელი კოლეგა, ბატონი სემუელ კოლვინი წერს:
„ჯერ კიდევ გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში, „პერესტროიკის“ დროს მქონდა პატივი, რომ საიდუმლო საბჭოთა არქივების, მართალია, ძალიან მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან ნაწილს გავცნობოდი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ელცინის რუსეთის მთავრობამ ეს წვდომა მომისპო. მე შოკირებული ვიყავი იმით, რასაც იქ წავაწყდი. კონკრეტულად კი მე გავეცანი მასალებს ლავრენტი ბერიას მოღვაწეობაზე საქართველოში 1931-1938 წლებში და ამ კვლევის შედეგად გაკეთებული დასკვნა ცალსახა იყო – ბერიას თავის სამშობლოში (იგულისხმება საქართველო, რადგან ბერია ეროვნებით ქართველი იყო) ისე ჰქონდა დაყენებული საქმე, რომ სხვა საბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით იქ ტყუილუბრალოდ, ფაქტობრივად, არავის სჯიდნენ. ხოლო, ყოველი უსამართლო შემთხვევა, რომელიც ბერიამდე მიდიოდა და ბერიამდე მიდიოდა თითქმის ყველა წვრილმანიც კი, რეაგირების გარეშე არ რჩებოდა. ნიშანდობლივია, ეგრეთ წოდებული, „ჩეკას საქმე“, რომელიც ბერიას ინიციატივით, 1937 წელს გამოიძიეს და რომ იტყვიან, სამართალმა იზეიმა…”
„ჩეკას საქმეს“ ოფიციალურ საგამოძიებო და ოპერატიულ დოკუმენტებში „საერთაშორისო კაპიტალის აგენტების საქმე“ ეწოდებოდა. არაოფიციალურად კი ეს იყო „ჩეკას“ წიაღში ჩანერგილი საერთაშორისო მავნებლურ-დივერსიული სექტის მხილებისა და დასჯის საქმე.
როგორც ამ საქმის მასალებიდან ირკვევა, 1931-1936 წლებში „ჩეკას“ ოფიცერი ვანიელ რეიერი, რომელიც სხვადასხვა დროს ოპერატიულ, გენერალური ინსპექციისა და იდეოლოგიურ განყოფილებებში მსახურობდა, ანტისახელმწიფოებრივ დაჯგუფებას მეთაურობდა. მათი მიზანი იყო ცილისმწამებლური დოკუმენტების შეთითხნა, განსაკუთრებით ეროვნული ორიენტაციის პიროვნებებზე, მათი შემდგომი განადგურების მიზნით.
მაგალითად, ამ ჯგუფის წყალობით „შეიკერა“ ბინძური კომპრომატი შალვა ნუცუბიძის მიმართ. „დანოსებში“ ეწერა, რომ თითქოს ნუცუბიძე თავის სტუდენტებს საბჭოთა ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდა და მათ არა მარტო იდეოლოგიურად და ფსიქოლოგიურად ამზადებდა… მსგავსი პასკვილები იქნა შეთითხნილი სხვა ქართველ კორიფეებზე – აკაკი შანიძეზე, ნიკო ბერძენიშვილზე და სხვებზე… ბერიას დავალებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა, სერგო გოგლიძემ სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ჩამოაყალიბა და დაიწყო ფარული გამოძიება.
რეიერსა და მის ჯგუფს თითქმის ორი წლის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. გამოძიება გასცდა საქართველოს მასშტაბებს და მოსკოვამდე მიაღწია… კონკრეტულად კი დადგინდა, რომ ეს ჯგუფი საკავშირო „ენკავედეს“ ცენტრალური აპარატიდან იმართებოდა, ჯერ გენრიხ იაგოდას, შემდგომ კი ნიკოლაი ეჟოვის დროს. ვანიელ რეიერი მხოლოდ ამ დიდი დანაშაულებრივი დაჯგუფების საქართველოს ფილიალს მეთაურობდა. 1937 წელს მთელი ეს მავნებლურ-დივერსიული ჯგუფი, 30 ადამიანის შემადგენლობით, დააპატიმრეს, გაასამართლეს და დახვრიტეს. ბერიამ მთელი საგამოძიებო მასალები პირადად სტალინს გააცნო. ამ მასალებში ცენტრალური აპარატის თანამშრომლებიც ფიგურირებდნენ…
ისტორიკოსი როი მედვედევი წერს:
„სტალინმა ბერიას სთხოვა, რომ ცენტრალური აპარატის თანამდებობის პირები დროებით ამოეგდო საგამოძიებო მასალებიდან და თბილისის სასამართლოზე მათი ვინაობები არ გაჟღერებულა. ერთი წლის მერე კი, როდესაც ეჟოვი ბერიამ შეცვალა, ეგრეთ წოდებულ, „ჰიდრას” თავიც მოკვეთეს. ბერიამ 16 მაღალჩინოსანი დააპატიმრა. ისინი გაასამართლეს და ყოვლად სამართლიანად დახვრიტეს…”
ნიშნადობლივი ფაქტია, რომ სწორედ ბერიას გონიერმა, სამართლიანმა და პატრიოტულმა მოქმედებამ გადაარჩინა ქართული მეცნიერების არაერთი კორიფე, რომელთა კოლეგები სხვა რესპუბლიკებში უდანაშაულო მსხვერპლი გახდნენ“.
“თბილისელები”