თბილისის მერი კახა კალაძე 25 დეკემბრის დადგომას ულოცავს ქრისტიანული სამყაროს იმ ნაწილს, რომელიც დღეს აღნიშნავს მაცხოვრის შობას:
“ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი აღნიშნავს მაცხოვრის შობას. ამაღამ ბევრი თბილისური ოჯახი ზეიმობს სიკეთის, იმედისა და სიყვარულის დღესასწაულს. შობა-ახალი წლის საზეიმო განწყობა გვავიწყებს ამ მძიმე წლის პრობლემებს, გვათბობს და გვამხნევებს. ვულოცავ ყველას აქ – დედაქალაქში და ჩვენი ლამაზი ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში! აგრეთვე, ვულოცავ ჩემს მეგობრებს უკრაინასა თუ იტალიაში, ამ ყველასთვის საყვარელ ზეიმს! სიმშვიდისა და ბედნიერების დასაწყისი ყოფილიყოს ყველასთვის ეს ჯადოსნური ღამე.
გილოცავთ!
Today, a large part of the Christian world celebrates the Nativity of the Savior!
Tonight, many families in Tbilisi celebrate this feast of kindness, hope, and love.
The festive mood of the holiday season helps us forget the problems of this tough year, warms our hearts, and encourages us. I wish a Merry Christmas to everyone, both here in our capital and throughout our beautiful country!
I also wish a Happy Feast, one favored by all, to my friends in Ukraine and Italy.
May this magical night mark the beginning of peace and happiness for all.
Merry Christmas! – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.