“ძნელია არ დაეთანხმო, მეც ასეთი “დიქტატურის” მომხრე ვარ…”

რევაზ კილასონია სოციალურ ქსელში გზავნილს აქვეყნებს:

გუშინ, უცნობთან, კარგი, საგულისხმო რამე თქვა ლევან ვასაძემ:
“მე მაბრალებენ, რომ დიქტატურის დაკანონება უნდაო, დიახ მინდა დიქტატურა, მე მომხრე ვარ ქართველი ხალხის დიქტატურის და არა გაუგებარი რესურსებით დაფინასებული არასამთავრობოების, სისტემის ბოლომდე მორჩილი ჟურნალისტების, უცხოეთის საელჩოების და შინაარსისგან, ზნეობისგან, პრინციპებისგან სრულიად გამოშიგნული პოლიტიკოსების”. (ზუსტად სიტყვების თანმიმდევრობა არ მახსოვს).
ძნელია არ დაეთანხმო, მეც ასეთი “დიქტატურის” მომხრე ვარ!!!