საპარლამენტო უმრავლესობა დღეს მორიგ სხდომას გამართავს. სხდომა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 15:00 საათზე დაინიშნა და მას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.
საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ თემებს შეეხება, მათ შორის მმართველი გუნდი სავარაუდოდ, საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე იმსჯელებს.