ლომჯარია, რომელსაც თავი სახალხო დამცველად მოაქვს,  ქართველი ხალხის გამორჩეული მტერია- ირაკლი ჯანყარაშვილი

ეგრეთ წოდებული სახალხო დამცველისთვის შემაშფოთებელი აღმოჩნდა სამშობლოსმცოდნეობის გაკვეთილები.

ნინო ლომჯარიას განცხადება:
„სამშობლოსმცოდნეობის” გაკვეთილები დატვირთულია დისკრიმინაციული შეხედულებებით და რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს.”

სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა საპატრიარქოსა და ჩოხოსანთა საზოგადოების მიერ ორგანიზებული „სამშობლოსმცოდნეობის“ გაკვეთილების შესახებ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 4-5 წელია, რაც ტარდება რუსთავსა და თბილისში.

ქალბატონმა ლომჯარიამ დიდი ხანია, რაც ჩამოიხსნა ნიღაბი და თავისი რეალური სახე დაგვანახა.

ეგრეთ წოდებული სახალხო დამცველი გამოირჩევა LGBT -თემის მხარდაჭერით და ამავდროულად ქართული ტრადიციების და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ გალაშქრებით.

ლომჯარია, რომელსაც თავი სახალხო დამცველად მოაქვს რეალურად ქართველი ხალხის გამორჩეული მტერია, მისი აპარატი ხშირად ესხმის თავს საპატრიარქოს და ჩვენს პატრიარქს.

საგულისხმოა, რომ ლომჯარიას კანდიდატურას “ქართულმა ოცნებამ” დაუჭირა მხარი მიუხედავად იმისა, რომ არაერთი განცხადება გაკეთდა სამოქალაქო სექტორიდან, რომ ლომჯარიას კანდიდატურისთვის პარლამენტში მხარი არ დაეჭირათ.

 

ირაკლი ჯანყარაშვილი