უგულავას მორიგი “სიბრძნე” – “საქართველოს მოქალაქეს რუსული კულტურის ცენტრი არ სჭირდება – ეს არის ჯაშუშური ცენტრი და მისი ადგილი საქართველოში არაა”

რუსული კულტურის ცენტრის აშენება უნდოდა ბიძინა ივანიშვილს, ჯერ კიდევ ფილანტროპს. მაშინ შევძელით ამ ჯაშუშური ცენტრის თავიდან აცილება, მაგრამ, როგორც ჩანს, ივანიშვილმა იტრიალა, იტრიალა და რაღაც ფორმით ისევ მოძებნა გზები ამ ცენტრის გასახსნელად, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს სასტუმრო „რუმსში“ განუცხადა, სადაც რუსეთის კულტურის ცენტრის გახსნას აპროტესტებენ.

უგულავას თქმით, რუსული კუტურის ცენტრები სხვადასხვა ქვეყნებში ძირითადად ჯაშუშურ საქმიანობას ეწევა და მისი ადგილი საქართველოში არაა.

„ძალიან საინტერესო რამ შემიძლია გითხრათ, იყო ალბათ 2010 წელი, ან 2011 წლის დასაწყისი, მე ვიყავი მაშინ თბილისის მერი, ჯერ კიდევ ფილანტროპი იყო ბიძინა ივანიშვილი,

მას აქვს მიწა მშრალ ხიდთან. მაშინ შემოვიდა წინადადებით, რომ მანდ უნდოდა რუსული ცენტრის აშენება. მაშინ ეს იდეა ჩვენ დავიწუნეთ კონცეპტუალურადაც, რადგან თანამედროვე სამყაროში არანაირი კულტურის ცენტრები არ შენდება. დოსტოევსკის წასაკითხად საქართველოს მოქალაქეს კულტურის ცენტრი არ სჭირდება. რუსეთის კულტურის ცენტრები, როგორც წესი, ჯაშუშურ საქმიანობას ეწვიან, სხვა საქმიანობების გარდა. აქ აღსანიშნავია ის, რომ ამის აშენება საკუთარი ხარჯით, საკუთარ მიწაზე უნდოდა ბიძინა ივანიშვილს, მაშინ, ჯერ კიდევ არაპოლიტიკოსს, მეცენატსა და ფილანტროპს. ეს იყო შეუსაბამო იმ ადგილისთვის არქიტექტურულადაც და კონსცეპტუალურადაც. მაშინ შევძელით ამ ჯაშუშური ცენტრის თავიდან აცილება. მაგრამ, როგორც ჩანს, ივანიშვილმა იტრიალა, იტრიალა და რაღაც ფორმით ისევ მოძებნა გზები ამ ცენტრის გასახსნელად. ეს არის ჯაშუშური ცენტრი და მისი ადგილი საქართველოში არაა“,- განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის განცხადებით, დეკემბრის შუა რიცხვებში, თბილისში, რუსული ენისა და კულტურის ცენტრი გაიხსნება, „რომელიც უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში“. შესაბამისი კომენტარი კარასინმა რუსულ მედიასთან, ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

უგულავა და ზოგადად, ოპოზიცია  ,როგორც ჩანს მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და სულაც არ ადარდებს, საქართველო …არც დაკარგული ტერიტორიები და არც საფრთხე, რომლის თავიდან აცილებაც მხოლოდ გინივრული გადაწყვეტილებებით ხდება…