კორონავირუსი უკან იხევს – 1 784 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსი , როგორც ჩანს, უკან იხევს .

ბოლო 24 საათში 1 784 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ დრომდე დაფიქსირებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 220 508-ს აღწევს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 119 პაციენტი. განკურნებულთა საერთო რაოდენობა 200 339 – გახდა.