უნიკალური მოვლენაა, რომ 2 პარტია იქნება ერთი და იმავე სახელწოდებით …

“უნიკალური მოვლენაა, რომ 2 პარტია იქნება ერთი და იგივე სახელწოდებით” – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა წერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

როგორც მეგრელიშვილი ამბობს, იგი ყველას წარმატებას უსურვებს, ვისაც იგივე მიზნები ამოძრავებს.

“26 დეკემბერს, როგორც იცით, უნიკალური მოვლენა იქნება, რომ 2 პარტია იქნება ერთი და იგივე სახელწოდებით. არავინ არ იცის სინამდვილეში, როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენთან დაკავშირებით.

ძალიან დიდი ინტერესით და გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას იმ ადამიანებს, რომლებსაც იგივე მიზნები აქვთ გაცხადებული, რაც მანამდე ჰქონდათ, უბრალოდ, წარმოუდგენიათ, რომ სხვანაირად იმოქმედებენ, თუ ისინი ამ „სხვანაირი მოქმედებით“ წარმატებას მიაღწევენ, მე მხოლოდ გამიხარდება” – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

წყარო: itv.ge