ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინმა“ საახალწლო რგოლი ჩაწერა. მერაია ქერის ცნობილ ჰიტს All I Want for Christmas Is You ინგლისურ ენაზე ყაზანური კლუბის მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ასრულებს.
ვიდეოში „რუბინის“ თანაგუნდელებთან ერთად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც მონაწილეობს. ყაზანის „რუბინი“ რუსეთის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება. იანვარში სლუცკის შეგირდები შეკრებას თურქეთში გაივლიან.