ივანიშვილი ბოკერიას ქორწილის დღეს დაეხმარა – ისტორია, რომელიც არავინ იცოდა

“ტაბულას” დამფუძნებელი და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას მეუღლე “ტვ პირველზე” გადაცემა “რეაქციაში” იხსენებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პირველად 2005 წელს საკუთარი ქორწილის დღეს გაიცნო.

„კვარიათიდან გრიგოლეთში მივდიოდით. ვქორწინდებოდით. აჭარელი კაცისგან გვქონდა მანქანა ნაქირავები, რომელიც გზაში გაფუჭდა. წყალი აადუღა. ზუსტად ციცინათელასთან გავჩერდით. ორმა მანქანამ გაიარა და უკან მობრუნდა. მინები ჩაიწია და გამხდარმა კაცმა გვითხრა, ჩემ მანქანას დაგიტოვებთ და მოგხედავენო.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები გვეგონა, მაგრამ მძღოლმა ჩაილაპარაკა, თავდაცვის სამინისტროდან არ ვართ, ეს ბიძინა ივანიშვილიაო. მანამდე ნანახი არ მყავდა. პირველად ვნახე ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა „რეაქციის“ ეთერში.