კ ა ც თ მ ო ყ ვ ა რ ე ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ი!
ო, როგორ გაახურეს ძალიან გულჩვილმა ქართველებმა,
ძალიან ჰუმანურმა გინებ-ცხელმა ნაციკოებმა:
სოოოციიიალუუური დააუუცვეეელეებიო!!! ნიანგის ცრემლებს ნუ ღვრით სააკას ტიპის ქურდბაცაცებო!
1. ჯერ ავტომანქანების რაოდენობას შეხედეთ
2. მერე საწვავი ხომ გინდათ
3. მერე შავი პარასკევის დომხალი გაიხსენეთ
4. და ბოლოს სუპერმარკეტების და ნებისმიერი მაღაზიების მიწისძვრის სისხლიანი ზედახორამ არ შეგშალათ ჭკუიდან???
როგორც სტანისლავ ეჟი ლეცი ამბობდა:
“არ გინდა სისუფთავისთვის ბრძოლა! აიღე ცოცხი და დაგავე!”
ხოდა გამოდით და
1. ან სანოვაგით დაეხმარეთ გლახაკებს
– “გლახაკის” ნუ გეწყინებათ, გაიხსენეთ რუსთაველი, თანაც ბევრს არც წაუკითხავს! ყურადღებით გადაიკითხეთ:
“მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები,
მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები,
შენ დაამდიდრე ყოველი, ობოლი, არას მქონები:
მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები.”
2. ბოლოსდაბოლოს, დახარჯეთ რასაც გაიმეტებთ,
3. ან მოაკელით აი იმას… რა…
“ვერვისგან ანაწონებს”!
შობა დღეს მაინც!
რობერტ სტურუა