აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ სომხური დაჯგუფება აზერბაიჯანის სამხედროებს ხოჯავენდის რაიონში დაესხა თავს, რომლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მიღებული ზომების შედეგად, დაჯგუფების ექვსივე წევრი განადგურდა.
სომხური მედია კი სომხეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ჰადრუთის რაიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ იუწყება.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „არცახის თავდაცვის არმია მკაცრად იცავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს“.
წყარო: newposts.ge