უმრავლესობის წევრი, ირაკლი კოვზანაძე საგარეო ვალთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ ვალი კრიტიკულ ზღვარზეა, რაც მას აწუხებს.
„საგარეო ვალი კრიტიკულ ზღვარზეა, 60,1%-ია. ეს მაწუხებს როგორც ფინანსისტს, ისევე როგორც ბიუჯეტის დეფიციტის მაღალი მაჩვენებელი. მთავრობა გვეუბნება, რომ აქვს გეგმა როგორ უნდა შეამციროს აღნიშნული ვალი მომდევნო 3 წლის განმავლობაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ეს მაჩვენებელი შემცირდეს და ჩამოსცილდეს 60%-ს ისევე როგორც ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდეს. ამისათვის არის მთელი რიგი ღონისძიებებია გათვალისწინებული, როგორც მთავრობა გვეუბნება. პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ტიპის ქვეყნისათვის საგარეო დავალიანება შემცირდეს და ასევე ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდეს იმისათვის რომ გვქონდეს მონეტარული სტაბილურობა მომავალ წელს ქვეყანაში“ – განაცხადა ირაკლი კოვზანაზემ.
წყარო: bm.ge