კორონავირუსის გამო ისრაელში საყოველთაო ლოქდაუნი მესამედ ამოქმედდა. ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.
ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას საკუთარი სახლებიდან 1000 მეტრის რადიუსში მოძრაობა აქვთ ნებადართული.
ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიუჰუს იმედი აქვს რომ „რეკორდულად სწრაფი“ ვაქცინაცია ქვეყანას ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების შესაძლებლობას რამდენიმე კვირაში მისცემს.
წყარო: cyc.ge