„ქართული ოცნების” დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ უმრავლესობა დატოვა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მიღებულ გადაწყვეტილებას ბევრი მიზეზი აქვს. მათ შორის არის საარჩევნო სისტემის საკითხიც. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციები არ ჰქონია არც ბიძინა ივანიშვილთან და არც გუნდთან.
„საერთოდ არ შევხვედრივარ და არც კონსულტაციები მქონია. მერე გეტყვით ყველაფერს”, – განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.