ეკლესიის ღირსეული წინამძღოლების მიმართ აგორებულ მორიგ ცილისწამებებს ლაშა ჟვანია გამოეხმაურა

ე.წ. ლიბერალურმა მასმედიამ სამიზნეში ამოიღო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საუკეთესო წარმომადგენლები, ეკლესიის წინამძღოლები. უდიდეს გაღიზიანებას მათში იწვევს ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი, რომელიც სათქმელს ყოველთვის ამბობს, მათ შორის, სოროსის ფონდის მიერ აკრძალულ თემებზე. ასე მაგალითად, მეუფე იოანე რუსეთის ისტორიულ როლს აღიარებს საქართველოს გადარჩენაში და ეს კარგად არის ცნობილი.
როდესაც ვერაფერი მოუხერხეს მართალ მეუფეს, ცრუ-ეკლესიურებმა, სოროსელებმა, მას ანტისემიტიზმი დასწამეს. სწორედ ამ ცილისწამებას გამოეხმაურა ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია (რომელიც თავად არის შერეული ქართულ-ებრალული ოჯახიდან) და სოციალურ ქსელში გამოხატა თავისი შეფასება:
 
„ახალი ცილისწამებები საქართველოს ეკლესიის მსახურების წინააღმდეგ. ამჯერად საქართველოს ფარგლებს გავცდით და მთელი მსოფლიო გავაოცეთ, რომ თითქოს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე ანტისემიტურ განცხადებებს ავრცელებს და ებრაელ ერს შეურაცხყოფას აყენებს!!! მაშინ, როცა მეუფე იოანე საუბრობს მეოთხე საუკუნეში მომხდარ კონკრეტულ არასასიამოვნო ფაქტზე და ციტირებას უკეთებს წმინდა ამბროსი მედიოლანელის 1600 წლის წინანდელ დიალოგს მეფესთან. შემდეგ კი სახარებიდან მათ მიმართ, ვინც ეკლესიას ცილს წამებს, მოჰყავს მაცხოვრის სიტყვები “ურწმუნო მოდგმის” ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ და დასძენს, რომ ეს ფრაზა არ შეიძლება ეთნიკური საზომით გავზომოთ და რომელიმე ერს მივუსადაგოთ, არამედ განზოგადებულია კაცობრიობის ურწმუნო მოდგმაზე. (წაიკითხონ მარკოზის სახარება). 32 წელია ვიცნობ მის მაღალყოვლადუსამღვდელოსეობა იოანეს! დღეს მადლობა მინდა ვუთხრა – ებრაელების და სხვა ერების სიყვარული და პატივისცემა ოჯახიდან თუ მომდიოდა, მეუფე იოანემ გამიძლიერა თავისი დიდი დიდსულოვნებით და კაცთმოყვარეობით. ვისაც კითხვა გაუჩნდება, ყურადღებით მოისმინოს მეუფის 20 დეკემბრის ქადაგება.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ქართველების და ებრაელების ღვთივკურთხეული მეგობრობის წინააღმდეგ გადადგმულ, შეთხზულ ამ მტრულ ქმედებას ებრაელთა დიდი მეფის, წმინდა დავით წინასწარმეტყველის, საქართველოს ეკლესია ასე მოწიწებით, დიდი პატივისცემით რომ სასოებს და მსოფლიოში ერთადერთი მისი სახელიბის ტაძარიც კი ააგო, ფსალმუნი დავუპირისპიროთ: “ არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი”.