„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„დელეგიტიმაციის უდავო დასტური იქნება თუკი პარლამენტი დაამტკიცებს მთავრობის მიერ წარდგენილ ბიუჯეტს რომლის:
დეფიციტი მშპ-სთან არის 6.7%, ნაცვლად ეკონომიკური თავისუფლების ორგანული კანონით ნებადართული 3%-სა;
ვალი მშპ-სთან არის 60.1%, ნაცვლად ნებადართული 60%-სა.
ამ ბიუჯეტის კანონის მხარდაჭერით:
დასამარდება საპარლამენტო რესპუბლიკისა და კონტროლის იდეა;
ერთპარტიული პარლამენტის თითოეული დეპუტატი იქცევა კანონდამრღვევად, მთავრობის ნების გამფორმებლად, პატივისა და ღირსების არმქონე პოლიტიკოსად.
P.S. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დაადასტურა ეს პარამეტრები ანუ კანონდარღვევა.
დეკემბრის მესამე პარასკევი – ეს არის ბიუჯეტის დამტკიცების ბოლო ვადა, საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი. კანონის ეს მოთხოვნაც დარღვეულია,“-წერს ალაფიშვილი.