პენტაგონი აღიარებს, რომ ჰიპერ-ბგერით იარაღში აშშ-ს სერიოზული ჩამორჩენა აქვს და… რაც იკითხება კონტექსტებიდან და ნაწილობრივი აღიარებებიდან, ამერიკელებმა არ იციან, როგორ გაასწორონ სიტუაცია…
ამიტომ დაიწყო დიპლომატიური და სამხედრო შეტევა გაეროს და ყველა შესაძლო ტრიბუნიდან რუსეთის ”ცირკონის” აკრძალვის თაობაზე… ყველა წარმატებული გაშვება რაკეტისა მიანიშნებს, რომ – დღეს არსებული საშუალებები უძლურია ამ რაკეტისგან დედამიწის ნებისმიერი წერტილის დასაცავად!
თუ ჩემს გამოცდილებას ამ სფეროში სამეცნიერო მუშაობისა ენდობით, ის, რაც ცნობილია ტექნიკური მახასიათებლები – არ ჯდება ნორმალურ წარმოდგენებში – ფანტასტიკურია – სიჩქარე 8 მახს აღწევს, ანუ ცოტა უტრირებულად რომ ავხსნა: ატმოსფეროში სხეულის სიჩქარის შეფარდება ბგერის გავრცელების ადგილობრივ სიჩქარესთან 8-ჯერ მეტია!..
ამ სიტუაციაში არანაირი მნიშვნელობა უკვე ე.წ. ”შეიარაღების სრბოლას”,
არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ბაზების რუსეთის სიახლოვეს განლაგებას… მათ შორის, ჩვენი თავღია ”ორიენტირებულების ოქროს ოცნებისა”, რომლებსაც ელემენტარული წარმოდგენები არა აქვს, რა რაა…
სიტუაცია გეუბნება – სიფრთხილეა საჭირო და საკუთარი სახელმწიფოს ფეხზე დაყენება და წელში გამართვა მისი ხალხისა პროდუქტიული და დაუღალავი შრომით და არა
სულელური ოცნებებია ”სამხედრო ძლიერებაზე” და კიდევ უარესი, – ბაზების განლაგებაზე!..
ყველაზე დაცული ახლა მაშინ ხარ, როცა შენი ტერიტორიიდან საფრთხე არ მოდის…
რუსები და ამერიკელები მოილაპარაკებენ!
სხვა ალტერნატივა არ არსებობს…
რაც ახლა ხდება, მეტოქეობა და გეოპოლიტიკური კონკურენციაა – ეს სულ ასე იქნება… მაგრამ ეს მათი თამაშია და არა ქართველების…
ბრიყვებს სამი რამ ეშლებათ:
(ა) არ შეიძლება საკუთარი სახელმწიფო გქონდეს და ვიღაცას ”ბაბაია” უძახო! არ შეიძლება! გონებას მოუხმე!
(ბ) არ შეიძლება საკუთარი სახელმწიფო გქონდეს და მისი ტერიტორია გამოაყენებინო ვინმეს მესამე სახელმწიფოს გასანადგურებლად, რადგან… განადგურდები!
(გ) არ შეიძლება საკუთარი სახელმწიფო გქონდეს და… ვიღაცის უკანალში შეძრომა გინდოდეს და უკანალიდან მუქარა და თითისქნევა იმ ქვეყნისთვის, რომლის ”ჩამოშლა და დაშლა” საკუთარი სიგლახის შესანიღბად გჭირდება და… უსაქმურობამ და ზედაპირულმა ყელყელაობამ, იდეოლოგიური ზეწოლის გამო, ელემენტარული აზროვნების უნარი დაგიკარგა!
გინდა სახელმწიფო?!
სახელმწიფო ითხოვს მუდმივ გონიერ თავისტკივილს, ცოდნას, პასუხისმგებლობას, შრომასა და თავდადებას და არა.. კუანა საუბრებს და ზერელე ბლუყუნს საჯარო სივრცეში!
დემურ გიორხელიძე