“პრაიმამბებისთვის” ცნობილი გახდა, რომ ალეკო მალხაზიშვილმა და მისი გუნდის არასრულმა შემადგენლობამ “რუსთავი 2” დატოვა და სამუშაოდ “ფორმულაზე” გადავიდნენ.
“კომედი ჯგუფი” “რუსთავი 2”-ზე “ნიკა არაბიძის შოუს”, “ფარულ კონვერტს”, “ანეკდოტების შოუს”, “გააცინე და მოიგეს” და “კომედი შოუს” აკეთებდა.
არხიდან წასული ნიკა არაბიძე და ალეკო მალხაზიშვილი “რუსთავი 2”-ს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდიან და ამბობენ, რომ ახალი მენეჯმენტის მხრიდან მათ თავისუფლებაში არანაირი ჩარევა არ ყოფილა.
“პრაიმამბები” “კომედი გრუპის ხელმძღვანელს” ალეკო მალხაზიშვილს დაუკავშირდა.
– ალეკო, რატომ დატოვეთ “რუსთავი 2”?
– საინტერესო შემოთავაზება მივიღეთ, გავხადოთ “ფორმულა” წარმატებული არხი. ეს ჩვენი გუნდითვის დიდი მოტივაციაა კრეატიული წინსვლისა და განვითარებისთვის. ამიტომაც დავთანხმდით. “რუსთავი 2”-ზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის.
განაგრძეთ კითხვა: primeambebi.ge-ზე