“მოსახლეობის მესამედი დავკარგეთ! ქალაქი დაცარიელდა, თუკი ვინმე იცინის, ესე იგი, ტურისტია…” არქივი

გთავაზობთ გზავნილს ჩვენი არქივიდან, 2014 წელი: სახელგანთქმულმა ლატვიელმა კომპოზიტორმა რაიმონდ პაულსმა ლატვიაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

“იურმალაში კობზონის, გაზმანოვისა და ვალერიას არშეშვება სისულელე იყო… ამჟამად სიტუაცია ძალიან რთულია, უსიამოვნო. კონფლიქტები, სისხლი, სროლები _ ეს ყველაფერი საშინელებაა. თანაც ამაში კულტურის წარმომადგენლებსაც ითრევენ.

რიგაში ალაპარაკდნენ: “მოსკოვში არ უნდა წახვიდე”. რატომ არ უნდა წავიდეთ? ჩვენ ისედაც აღარ გვაქვს ბაზარი. საბჭოთა კავშირის პერიოდში იყვნენ არტისტები, რომლებსაც შეეძლოთ ქვეყნიდან გასვლა, მაგრამ ისეთებიც იყვნენ, რომლებსაც ეს არ შეეძლოთ. კვლავ იქით ვბრუნდებით? პოლიტიზაცია უნდა დასრულდეს. კვლავ ერთმანეთს უნდა ვესროლოთ? დილაობით “ევრონიუსს” ვუყურებ და სულ მკვლელობებს აჩვენებენ, თითქოს მსოფლიოში კარგი არაფერი ხდება…

ლატვიიდან ბევრი ახალგაზრდა მიემგზავრება უცხოეთში. ჩვენ უკვე მოსახლეობის მესამედი დავკარგეთ. ხელფასები ძალიან დაბალია, პენსიები _ საერთოდ, კაპიკები. გვერდით კი გიგანტები არიან _ გერმანია, შვედეთი თავიანთი სოციალური უზრუნველყოფით. ქალაქი დაცარიელდა, თუკი ვინმე ყვირის და იცინის, ესე იგი, ტურისტია…

ევროკავშირი ფულს უხდიდა ადამიანებს, ნავები რომ დაეწვათ (აქ უნებლიეთ გაგახსენდებათ, როგორ ჩეხავდნენ და წვავდნენ ზვრებს საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში. _ რედ.). ასე შეამცირეს თევზის რეწვა. სსრკ–ის პერიოდში ლატვიაში ყველაზე დიდი თევზსაჭერი მეურნეობები იყო, ატლანტიკის ოკეანეშიც კი მიდიოდნენ თევზის დასაჭერად. ადრე ყველა სახლში იყო ნავი და შებოლილი თევზი, მაგრამ დაგვარწმუნეს, რომ შებოლილი ცუდია და არ უნდა ჭამო”, _ განაცხადა რაიმონდ პაულსმა.