ველურ კაპიტალიზმს და ფსევდო-დამოუკიდებელობას, კომუნისტური წყობა და მაშინდელი “მონობა” მირჩევნია- გიული ნაკაშიძე

გიული ნაკაშიძე სოციალურ ქსელში გზავნილს და ფოტოს ავრცელებს:

 

ბევრმა შეიძლება გამაკრიტიკოს, მაგრამ ამ თანამედროვე დასავლურ, ველურ კაპიტალიზმს და ფსევდო-დამოუკიდებელობას, კომუნისტური წყობა და მაშინდელი “მონობა” მირჩევნია. ჩემი თაობის ხალხი კარგად აანალიზებს საბჭოთა კავშირის როგორც უარყოფით, ასევე დადები მხარეებს.
დღევანდელი გადმოსახედიდან კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ ნამდვილად უდარდელად მიცხოვრია საბჭოთა სოციალიზმის პირობებში. უფასო იყო ჯანდაცვა, სწავლა-განათლება, პრაქტიკულად მიზერული იყო უმუშევრობა, ყოფითი პრობლემები ნაკლები, საჭმელ-სასმელი ზომაზე მეტი.
სანაცვლოდ რა მივიღეთ? უამრავი მშიერი და გაჭირვებული ადამიანი, ტოტალური უმუშევრობა, მედიკამენტებზე, პირველადი მოხმარების საგნებზე კოლოსალური ფასები, და ეს ყველაფერი რისთვის? ასეთი დამოუკიდებლობისთვის?

გიული ნაკაშიძე