“მან იბრძოლა და კბილებით გაიტანა თავისი” – რატომ უხდის მადლობას ია ფარულავა ვანო ჯავახიშვილს

მსახიობი და ტელეწამყვანი, ია ფარულავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ვანო ჯავახიშვილს მადლობას უხდის.

მისი თქმით, “რუსთავი 2-ზე” გადაცემა “ფარული კონვერტი” ვანო ჯავახიშვილის ძალისხმევით დაიბადა.

ამასთან, როგორც ია ამბობს, გადაცემის წამყვანი, რომ ფარულავაა ვანო ჯავახიშვილის “ბრძოლის” დამსახურებაა.

“გადაცემა ფარული კონვერტი დაიბადა ვანო ჯავახიშვილის ხელში. მან იბრძოლა რომ ია ფარულავას ქონოდა გადაცემა რუსთავი 2 ზე და კბილებით გაიტანა თავისი მიუხედავად უდიდესი წინააღმდეგობისა (ვინ, რატომ, რისთვის და როგორ… ამას აღარ ააქვს მნიშვნელობა) დიდი მადლობა ვანო ამისთვის”, – წერს ია ფარულავა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა არაბიძემ და კომედი ჯგუფის წევრებმა “რუსთავი 2” დატოვეს. ცნობილია, რომ იუმორისტები ტელეკომპანია “ფორმულაზე” გადადიან.

რუსთავი 2-ზე „კომედი შოუ“, „ნიკა არაბიძის შოუ“, „ანეკდოტების შოუ“ და „გააცინე და მოიგე“ აღარ გავა.