უკრაინაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს მიმართავს, რომ გაემიჯნონ ხელისუფლებას და მათ მხარეზე გადავიდნენ.
“კუთხეში მომწყვდეული ივანიშვილი რომელიც მთლიანად გაკოტრდა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ
ახლა მთელს საქართველოში აგროვებს ხალხს იმისათვის რომ დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ მას საქართველოში კიდევ აქვს მხარდაჭერა.
მე მინდა მივმართო იმ საჯარო მოხელეებს რომელთაც ავალდებულებენ ამ აქციაზე ჩამოსვლას, მე მინდა მივმართო ჩვენს საყვარელ პედაგოგებს რომლებიც მოჰყავთ აქციაზე.
ამ ჩამოსვლით თქვენ პრაქტიკულად მხარს უჭერთ იმ ადამიანს რომელმაც თითოეული თქვენგანი მიიყვანა უკიდურეს გაჭირვებამდე და გაღატაკებამდე,
თქვენ მხარს უჭერთ იმ ადამიანს ვინც ახლა მაგალითად ჩემს აშენებულ საავადმყოფოებში გააუქმა სახელმწიფო პროგრამები და თქვენ უფასოდ ვეღარ იმკურნალებთ ვერსად,
თქვენ მხარს უჭერთ იმ ადამიანს რომელმაც გაძარცვა საქართველო და რამდენიმე მილიარდი ლარი ამოიღო თქვენი ჯიბეებიდან ბოლო წლების განმავლობაში,
თქვენ მხარს უჭერთ იმ ადამიანს ვინც აპირებს რომ ციხეში ჩასვას საქართველოს სამხედროები იმისათვის რომ დაიცვეს ქვეყანას.
ახლახანს მან აფრინა თავისი მინისტრი წულუკიანი ჰააგაში და ის ეხვეწებოდა საერთაშორისო სასამართლოს რო სასწრაფოდ გაამტყუნონ ქართველი სამხედროები.
თქვენ მხარს უჭერთ საქართველოს მტრებს და თქვენ მხარს უჭერთ თქვენი კეთილდღეობის კონკრეტულ მტერს.
მე ვიცი რო მათ მხარს არ უჭერთ მაგრამ ნუ შექმნით იმის ილუზიასაც კი რომ ამ საქართველოს დამაქცევარს აქვს რამე მაინც მხარდაჭერა საქართველოში.
ჩვენ ხო ვიცით რომ ეს მას არ აქვს.
ჩვენ უნდა დროზე ჩამოვაშოროთ ეს ადამიანი, უნდა შევქმნათ უამრავი ახალი სამუშაო ადგილი უნდა დავაბრუნოთ ჩვენი გასული ადამიანების დიდი ნაწილი.
ივანიშვილის გეგმა საქართველოს გენოციდი უნდა ჩავშალოთ.
მოდით ნუ გავხდებით ამ ყველაფრის უნებური თანამონაწილე.
საქართველოში აუცილებლად გათენდება! -წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.