პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ყოფილი პრეზიდენტი, ევროპის მასწავლებელთა პროფკავშირების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მანანა ღურჭუმელიძე გარდაიცვალა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის შვილი სოფო დათუაშვილი ავრცელებს.
“ჩემი ყველაზე ჯადოსნური ადამიანი აღარ მყავს.
პანაშვიდი ჩატარდება ყველა წესის დაცვით, ოღონდ როცა საქართველოში დაბრუნდება. ჯერ არ ვიცით რა დროს წაიღებს გადმოსვენების ოფიციალური ნაწილი.
ძალიან გთხოვთ ნუ დამირეკავთ, არ ვიცი რა უნდა გიპასუხოთ. მადლობა“ – წერს სოციალურ ქსელში მანანა ღურჭუმელაძის შვილი სოფო დათუაშვილი.
მანანა ღურჭუმელიძემ საქართველოში პროფესიული გაერთიანების პრეზიდენტის პოსტი 2010 წლის შემოდგომაზე დატოვა და კანადაში გაემგზავრა. 2012 წელს კანადის სასამართლომ მას პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა.
“მე საქართველოდან წავედი ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებისთვის. სახელმწიფო უწყებები, ჩემი მასალების გამო გვდევნიდნენ. ამჟამად კანადაში ვიმყოფები და ამავე ქვეყანაში ვითხოვ პოლიტიკურ თავშესაფარს” – ასე განმარტავდა მანანა ღურჭუმელიძე მედიასთან საქართველოდან წასვლის მიზეზს.