„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი დიპლომატიურ კორპუსს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ელჩებს ნეიტრალური პოზიცია არ უკავიათ.
„გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ აშშ-ს ელჩზე, კელი დეგნანზე საუბრისას, ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე ელჩები მხარს უჭერენ ოფიციალურ ხელისუფლებას.
„მე მას [კელი დეგნანი] ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ელჩების მონაწილეობით მოლაპარაკებებზე, ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ ივანიშვილის მხარდაჭერას. ჯერჯერობით, ელჩებს ნეიტრალური პოზიცია არ უკავიათ, ისინი მხარს უჭერენ ოფიციალურ ხელისუფლებას და გვეუბნებიან, რომ შევიდეთ პარლამენტში“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებას უშუალოდ აშშ-ს პრეზიდენტის ქალიშვილის, ივანკა ტრამპის მეუღლე ლობირებს.