“ჩუსტები… წიგნი“ – რა სურთ საახალწლოდ თავშესაფარში მყოფ მოხუცებს

ფონდი „სიცოცხლე სიკეთისთვის“ ამჯერად პანსიონში მცხოვრები ბებო-ბაბუების გახარებას ცდილობს.

ფონდის დამფუძნებელი, სოფი მეიშვილი „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ 70-დან 90-წლამდე მოხუცებს სურვილები ძირითადად ტკბილეულს შეეხება. ასევე სურთ დიდხანს და ჯანმრთელად სიცოცხლე.