ქართველმა ვუნდერკინდმა ბერლინის მუსიკალური სამყარო შოკში ჩააგდო: “საოცარი”, “ფენომენალური”, “უნიკალური”…

უკვე იცით, რომ გერმანელ პიანისტსა და დირიჟორს, დანიელ ბარენბოიმს მსოფლიოში აღიარებულმა მევიოლინემ, ლიზა ბათიაშვილმა ჩვენი ვუნდერკინდი ავტორ-შემსრულებლის, ცოტნე ზედგინიძის ჩანაწერები მოასმენინა. ბარენბოიმ მოითხოვა, რომ პანდემიის მიუხედავად, ქართველი ვუნდერკინდი მასთან ჩაეყვანათ.

“იმდენად მტკიცე იყო მაესტროს სურვილი, რომ შეუძლებელი შევძელით ყველამ და ცოტნე, ოჯახის წევრების თანხლებით, ბერლინში გაემგზავრა. ბარენბოიმმა კოლეგები, კომპოზიტორები შეკრიბა და ცოტნეს ექსპრომტ-კონცერტი ჩაატარებინა, რამაც მათში სრული შოკი გამოიწვია, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.