პანდემიასთან ბრძოლა საუკუნის ამოცანაა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით

ანდემიასთან ბრძოლა საუკუნის ამოცანაა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით – ანგელა მერკელი

საახალწლო მიმართვაში გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თანამემამულეებს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, პანდემიასთან ბრძოლა საუკუნის ამოცანაა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით.

„პანდემიასთან ბრძოლა საუკუნის ამოცანაა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით. მოქალაქეებს მოვუწოდებ, მოთმინება და თავშეკავებულობა გამოიჩინონ მასობრივი ვაქცინაციის დაწყების ფონზე” – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ანგელა მერკელმა კორონავირუსის გარშემო არსებული შეთქმულების თეორიები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ როგორც კი მისი ჯერი დადგება, ვაქცინას გაიკეთებს.

„შეთქმულების თეორიები არა მხოლოდ ყალბი და საშიში, არამედ ცინიკური და სასტიკია. ვაქცინას გავიკეთებ, როდესაც ჩემი ჯერი დადგება” – განაცხადა ანგელა მერკელმა.

წყარო: report.ge