კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევიდან, თბილისში 183 გამოვლინდა

საქართველოში დღე-ღამეში გამოვლენილი ინფიცირების 342 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 183 შემთხვევა, აჭარა – 20, იმერეთი – 42, ქვემო ქართლი – 17, შიდა ქართლი – 7, გურია – 4, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30, კახეთი – 28, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 181, საიდანაც, 4 320 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 085, აჭარაში – 369, იმერეთში – 800.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 876 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 652 პირი, აჭარაში – 2 338, იმერეთში – 3 173.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

“იმედინიუსი”