ტრამპმა ზოგიერთი ვიზის შეჩერებაზე განკარგულების მოქმედების ვადა გაახანგრძლივა

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამუშაო ვიზების რამდენიმე კატეგორიაზე ვიზების შეჩერებაზე განკარგულების მოქმედების ვადა 2021 წლის 31 მარტამდე გაახანგრძლივა.

ტრამპის თქმით, პანდემია კვლავ ნეგატიურად მოქმედებს ამერიკელების გამომუშავების წყაროებზე. ამასთან, ქვეყანაში ისევ ფიქსირდება უმუშევრობა.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ H-1B, H-2B, H-4 და L ტიპის ვიზების შეჩერების შესახებ დოკუმენტს ხელი ჯერ 2020 წლის აპრილში, შემდეგ კი ივნისში მოაწერა. ასევე შეჩერდა J კატეგორიის დოკუენტების უმრავლესობის მოქმედება, რაც აშშ-ში მუშაობის უფლებას იძლევა.

Reuters-ი წერს, რომ ტრამპის ამ გადაწყვეტილებას ბევრი კომპანია ეწინააღმდეგენა. სააგენტოს მონაცემებით, ამას აკრიტიკებდა არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც, თუმცა არ დაუკონკრეტებია რას მოიმოქმედებს ის, როცა პრეზიდენტის მოვალეობას შეუდგება.

წყარო: ptn.ge