ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დონალდ ტრამპს „ისრაელის მიერ დაგებული ხაფანგის“ შესახებ აფრთხილებს. ამ შინაარსის განცხადება მოჰამედ ჯავად ზარიფმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
„სადაზვერვო ინფორმაციის მიხედვით, ისრაელის აგენტი-პროვოკატორები ამერიკელების წინააღმდეგ თავდასხმებს გეგმავენ, რათა გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენონ ტრამპი და ომის ცრუ საბაბი შექმნან. ფრთხილად იყავი ტრამპ. ნებისმიერი ფოირვერკი საპასუხო რეაქციას გამოიწვევს“, – წერს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ტვიტერის გვერდზე.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში ზარიფის განცხადებაზე კომენტარისაგან თავი შეიკავეს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის წლისთავზე გააკეთა.