კატალონიაში პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა უკანონო წვეულების მონაწილეები. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ბარსელონასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ დასახლებაში გამართული საახალწლო წვეულება ორი დღე გრძელდებოდა და მას 200-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.
უკანონო წვეულების მონაწილეთა ნაწილმა ადგილზე მისულ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.
დაკავებულია წვეულების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი რამდენიმე ადამიანი. მათ ჯარიმის სახით 3000-დან 60 000-მდე ევროს გადახდა მოუწევთ. ვ ი დ ე ო :