რუსეთი მზადაა უკრაინაში კლინიკური ცდები ჩაატაროს, რომელშიც დააკვირდებიან AstraZeneca-სა და Sputnik V ვაქცინების კომბინირების შედეგებს პაციენტებში. 

პირდაპირი ინვესტიციების რუსული ფონდის ხელმძღვანელის თქმით, შესაძელებელია რუსულმა Sputnik V ვაქცინამ ხელი შეუწყოს AstraZeneca-ს ეფექტურობას და აუცილებელია ამ შედეგების კლინიკური ცდებით დამტკიცება. ფონდი ასევე გამოთქვამს მზაობას უკრაინას ის ხელსაწყოებიც გადასცეს, რომელიც Sputnik V ვაქცინის დასამზადებლადაა საჭირო.

Sputnik V – ს ქვეყნის შიგნით დამზადების სურვილს უკრაინაშიც გამოთქვამენ. ოპოზიციური პარტია “სიცოცხლისთვის” ლიდერის, ვიქტორ მედვედჩუკის თქმით ხარკოვში მდებარე ფარმაკოლოგიურმა ცენტრმა Sputnik V-ს დამზადებისთვის საჭირო ინვენტარის თხოვნით მთავრობას მიმართა. თავის მხრივ, ქვეყნის მთავარმა ექიმმა, ვიქტორ ლიაშკომ, კი თქვა, რომ Sputnik V-ს რეგისტრაცია უკრაინის ტერიტორიაზე იქამდე იქნება შეუძლებელი, ვიდრე ვაქცინა ტესტირების მესამე, დასკვნით ეტაპს არ გაივლის.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში Sputnik-ით ვაქცინაცია დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. კრემლის გადაწყვეტილებით, ვაქცინის მიღება მხოლოდ 60 წელს მიღწეულ პირებს შეუძლიათ.