4-5 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი – ინფორმაციას გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ძლიერი ქარი დაფიქსირდება კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი – სურამის მონაკვეთზე.
ქარის სიჩქარემ შესაძლებელია 30 მ/წმ-ს მიღწიოს. სპეციალისტების განცხადებით, საფრთხის დონე საშუალოდ შეფასდა.
წყარო: exclusivenews.ge