საახალწლო დღეებში საქართველოს მასშტაბით, ალკოჰოლით მოწამვლის გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 108 გამოძახება დაფიქსირდა. მათ შორის ჰოსპიტალიზაცია 44 შემთხვევაში გახდა საჭირო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ალკოჰოლით მოწამვლაზე 55 გამოძახება თბილისიდან შევიდა, დანარჩენი კი ქვეყნის სხვა რეგიონებიდან.
რაც შეეხება პიროტექნიკით დაზიანებას, იგივე პერიოდში – 2020 წლის 31 დეკემბერსა და 2021 წლის პირველ იანვარს, საქართველოს მასშტაბით სასწრაფო დახმარების ბრიგადები 51-ჯერ გამოიძახეს. მათ შორის ჰოსპიტალიზებული იქნა 36 ადამიანი.
აღნიშნული შემთხვევები შემდეგნაირად გადანაწილდა: თბილისი – 36 პაციენტი, მათ შორის ჰოსპიტალიზაცია – 27, რეგიონებში – 15 პაციენტი, მათ შორის ჰოსპიტალიზაცია – ცხრა.
წყარო: ptn.ge