რუსულ ვაქცინას ხარისხი უფრო მაღალი აქვს, დასავლეთი აღიარებს, მაგრამ არაპოლიტკორექტული და არაევროატლანტიკური ვაქცინაა…

კოვიდ ვაქცინაცია უკვე გახდა გეოპოლიტიკის თემა. სანამ დასავლეთის მდიდარი ქვეყნები არ მოათავებენ თავისი ქვეყნების ვაქცინაციას მანამდე მესამე სამყარო და მათ შორის საქართველო ვერაფერს ვერ მიიღებს.

რიგში რასაკვირველია ვართ, მაგრამ რიგი მოგვიწევს 2024წ, ისევე როგორც უკრაინას.
ასე რომ ფაიზერ-ბიონტეკი დიდი ხანი არ იქნება, ისევე როგორც ევროკავშირი და ნატო. რჩება რუსული ვაქცინა, რომელსაც მართალია ხარისხი უფრო მაღალი აქვს (როგორც დასავლეთი აღიარებს), მაგრამ არაპოლიტკორექტული და არაევროატლანტიკური ვაქცინაა.
მართალია 2024 წლამდე შეიძლება კიდე 25-30 ათასი ადამიანი მოკვდეს, მაგრამ მე ვთვლი რომ ქართველმა ხალხმა უარი უნდა თქვას რუსულ ვაქცინაზე და ბოლომდე ერთგული დარჩეს მაღალი დასავლური ღირებულებების.
ამ მაღალი ღირებულებების სანაცვლოდ ხომ ვთქვით უარი ეკონომიკაზე, ტერიტორიებზე, უსაფრთხოებაზე. ბოლომდე თანმიმდევრული უნდა ვიყოთ და ვაქცინაზეც უარი უნდა ვთქვათ. რუსული ვაქცინის გაკეთება ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას ნიშნავს.

ლევან ჩოტორლიშვილი