ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანში ძლიერი ხანძარია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, იწვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიები, სადაც კერძო მესაკუთრეთა თხილნარი და მოცვის პლანტაციებია გაშენებული.
თავდაპირველად ხანძარი ეკალბარდებს გაუჩნდა, თუმცა, ძლიერი ქარის გამო ხანძარი გადავიდა კერძო სექტორში.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო–სამაშველო ბრიგადები.
“სპუტნიკი”