თამუნა ლეფსვერიძემ ფეისბუქში დაწერა:
სოცი
“დღეს ჩემ თვალწინ ქალი მოკვდა…
სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა საკუთარი თვალებით ვნახე როგორი ყოფილა…
მე აქეთ მხარეს ვიდექი, ის იმ 72 წლის უკეთილშობილესი ქალბატონის, სვეტას გვერდით…
პატარა მაღაზიაში შევედი… სარეცხი ფხვნილის და საპნის საყიდლად… გულზე ხელი ჰქონდა მოკიდებული “ოი, კაკ წიანეტ, ოი კაკ წიანეტ” იძახდა და ხელში წყლის ბოთლი ეჭირა…
ქალბატონო ცუდად ხართ-თქო? წამალი ხომ არ გაქვსო? ვერ ვსუნთქავო…
ჩანთა გავხსენი და საიდან და რატომ გაჩნდა ჩემს ჩანთაში კორვალოლი, არ ვიცი… იმ წამს მეგონა, რომ ღმერთმა ჩამიდო… მივაწოდე ერთი აბი და წყალი.
ვინმეს დავურეკოთ მეთქი, ვიღაცის ნომერი აკრიფა, გეგი იკითხე, გეგიო… არ მპასუხობდა…
საოცარი აურა ჰქონია სიკვდილს, გრძნობ, რომ იქვეა, ახლოს ძალიან, ამიტომ მთელი ხმით ვყვიროდი, შვილი არ გყავთ, და, ძმა, რძალი, მითხარით ნომერითქო…
შემეშინდა, ვგრძნობდი რომ ბოლო წუთებს ითვლიდა და მინდოდა ახლობელი ადამიანი ჰყოლოდა გვერდით…
მერე გარეთ გავვარდი, ვყვიროდი, თან სასწრაფოს ვურეკავდი და ისევ ვყვიროდი, ჩქარა მოდით, ცოცხალს შეიძლება ვერ მოუსწროთთქო…
ყველა მალე მოვიდა… სასწრაფოც და საპატრულოც… სვეტა ცოცხალი აღარ დახვდათ…
მე ბოლო ხმაზე ვტიროდი, ღმერთის ჩადებული რომ მეგონა, იმ კორვალოლმა ვერ უშველა…
და ხმამაღლა რომ ვუყვიროდი, შვილის, შვილის ნომერი მომეცითქო, ის შვილი 40 დღის წინ გარდაცვლია რუსეთში ისე, რომ დასაფლავებაზეც ვერ ჩავიდა…
პირველი შვილი კი 12 წლის წინ დაღუპვია …
პატრულის გოგომ მითხრა, ნუ ტირი, ექიმებმა თქვეს, 20 წუთით ადრეც რომ მოსულიყავი, მაინც ვერ უშველიდიო…
ვზივარ სრულიად განადგურებული და ვფიქრობ, ალბათ რა ტრიალებდა მის გულში, შვილის, შვილის ნომერი მითხარითქო, რომ ვყვიროდი
მაპატიეთ, სვეტა”