კიევის ცენტრში ქართველი კრიმინალები დააკავეს.
სპეცრაზმმა 46 წლის რომეო ფიფია და 45 წლის გია დანელია აიყვანა და ამ სპეცოპერაციის დროს გასროლაც იყო.
საქართველოს მოქალაქეებს არაერთ ძარცვაში ადანაშაულებენ. ფიფიამ და დანელიამ უკრაინელი დეპუტატის, ვლადიმერ კაცუბას კუთვნილი თანხა, 160.000 ევრო და 340.000 გრივნა გაიტაცეს.
თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატის მძღოლი ლესია უკრაინკას მოედანთან მდებარე ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან ფულით გამოვიდა, რა დროსაც მას ორი ქართველი მიუახლოვდა და ხელყუმბარის აფეთქებით დაემუქრა.