აფხაზეთის მთავრობა ჩინოვნიკების და ახლობლების დასაქმების ბიუროდ აქციეს, რომელსაც არავინ არ ენდობა, პირველ რიგში დევნილები

აფხაზეთის ეგრედ წოდებული ლეგიტიმური მთავრობა საერთოდ რისთვის არსებობს და ფუნქციონირებს იცის ვინმემ?

საერთოდ არ არის საჭირო ამ სტრუქტურის არსებობა. იმედია დადგება დრო, როცა დავიბრუნებთ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს და მერე ეყოლება მათ მართლა ლეგიტიმური ხელმძღვანელობა.

დღევანდელ სიტუაციაში, როცა დაკარგული არის აღნიშნული ტერიტორიები, არ არის საჭირო ამ მუქთახორა და არაფრის მაქნისი სტრუქტურების არსებობა და მათი შენახვა.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა გადაქცეული არის ჩინოვნიკების და მათი ახლობლების დასაქმების ბიუროდ, რომელსაც არავინ არ ენდობა, პირველ რიგში დევნილები.

გიორგი კიკალიშვილი