ერთი ონტოლოგიურ-გნოსეოლოგიური დაკვირვება.
ამ ქვეყნად ყველაზე საცოდავი არის წესიერი და ჭკვიანი ადამიანი, იძულებით მოხვედრილი დეგენერატებისა და ნაძირლების წრეში. თანდათან ისიც მათ ემსგავსება, თუმცა ბოლომდე მაინც ვერა – რადგან ყველაფერი ესმის. ეს ზოგადი ფენომენი ეხება ცხოვრების ყველა სფეროს – პოლიტიკას, მეცნიერებას, ხელოვნებას და ა.შ. – და განსაკუთრებით ხშირია საქართველოსა და სხვა მას დამსგავსებულ გაჭირვებულ ქვეყნებში. გარემოცვა, ცდუნება, განგება…
გ.ლ.
გოგი ლორთქიფანიძე