უკრაინაში, გიორგი გახარიას რუსულ ენაზე გამოსვლამ როგორც ვიცით, “ნაციონალები” საშინლად გააღიზიანა; პრემიერმა კი ჩვეული სიმშვიდით და დამაჯერებლობით უპასუხა მათ:
“საერთოდ ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ენასაც განსაზღვრას პროტოკოლი, ეს ერთი და მეორე, ეს იყო მიმღები მხარის თხოვნა და ყველა პრემიერ-მინისტრმა გააკეთა მიმართვა რუსულ ენაზე. ჩვენი ზოგიერთი ოპონენტი იმისთვის, რომ აქცენტები შინაარსობრივად მნიშნველოვანი საკითხებიდან, როგორიცაა საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობა, ერთობლივი მიზნები, ამ მიზნების მიღწევა, აქცენტები გადაიტანოს გაურკვეველ ფორმულებზე. ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი, არანაირი მნიშვნელობა შინაარსობრივადაც ენას არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მიმღები მხარე, რომელიც ცხელ კონფლიქტშია რუსეთთან, სწორედ ასე რუსულ ენაზე გამოვიდა და მათი თხოვნა იყო ეს. ჩვენი მხრიდან დემარშის მოწყობა ამ ნაწილში, არათუ უადგილო იქნებოდა, იქნებოდა კონტრპროდუქტიული და ხელს შეუშლიდა იმ შედეგების მიღწევას, რომელიც ჩვენ დღეს უკრაინულ მხარესთან მივაღწიეთ”, – განაცხადა გახარიამ.