“ქართული ოცნება” დიდ მიტინგს აწყობს, თბილისში მთელი საქართველოდან ჩამოიყვანეს აქტივისტები და ადმინისტრაციული ორგანოების თანამშრომლები და რაღაცას ზეიმობენ. ამ მოვლენას ეხმაურება სანდრო ბრეგაძე, რომელსაც ასლან აბაშიძის მიერ მოწყობილი განწირულის მიტინგი გაახსენდა:
“2003 წელს,დამხობამდე სულ ცოტა ხნით ადრე ასლან აბაშიძემ ბათუმში 50 000 კაცი გამოიყვანა მხარდამჭერ მიტინგზე,სტადიონი და ბულვარი გადაავსო,მაგრამ სულ მალე ძლივს გაასწრო აჭარიდან !!! 50 000 კაცი ბათუმში არის ამომრჩევლების 50% ანუ რომ შევადაროთ იგივეა ოცნებამ 1 მილიონი მხარდამჭერი რომ გამოიყვანოს მიტინგზე !!! ვინ მოიფიქრა რომ მიტინგზე თავების თვლით და ხალხის რაოდენობაში “სოციალისტური შეჯიბრით” რამე გამოვა ??? ერთი იმის თავში ჩამახედა ??? ასე თუ წავიდა მალე სხვა რამესაც დაატოლებენ ერთმანეთს და ამითი გაიგებენ ვინ უფრო მაგარი ბიჭია !!! ილუზიებმა დაღუპა ყველა მმართველი !!!” – აღნიშნა “ქართული მარშის” ლიდერმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ამ რეპლიკაში.