CNN – პენსმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უთხრა, რომ ბაიდენის გამარჯვებას ვერ დაბლოკავს

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უთხრა, რომ მას არ შეუძლია არჩევნების შედეგების შეცვლა და ვერც ბაიდენის გამარჯვებას დაბლოკავს.

ინფორმაციას СNN-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ ვიცე-პრეზიდენტს თაღლითურად არჩეული კოლეგიის წევრების აცილების უფლება აქვს.

შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა კოლეგიამ 2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი აღიარა, თუმცა ტრამპი დამარცხებას არ აღიარებს.

წყარო: bm.ge