აშშ არჩეული პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს, რის შედეგადაც კონგრესში მისი სერტიფიკაცია ჩაიშალა, ხოლო სულ მცირე, ერთი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მძიმედ დაიჭრა, ბუნტად აფასებს და გმობს მას.
“იუესეი, იუესეი!” – სკანდირებდნენ კაპიტოლიუმში შეჭრილი ადამიანები და ერთი მათგანი სხდომათა დარბაზში გამოჩნდა, სადაც შესძახა: “არჩევნები ტრამპმა მოიგო!”
კონგრესმენები დაიმალნენ. “სად არიან ისინი?” – იძახდნენ კაპიტოლიუმში შეჭრილი მომიტინგეები.
ცნობილი ხდება ასევე, რომ ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა ტრამპმა თავის მომხრეებს ამ რამდენიმე წუთის წინ მოუწოდა, სახლებში მშვიდობიანად წავიდნენ.