ფეისბუკ-რესურსი “პოლიტიკანო” აქვეყნებს რუსულ მედია-სივრცეში გავრცელებულ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც, საქართველო ტაჯიკეთის დონეზეა აშშ-ის ვიზების მსურველთა მოთხოვნის დაკმაყოფილების მაჩვენებლით. ამერიკაში წასვლის მსურველ საქარველოს მოქალაქეთა 64%- შეერთებული შტატების საკონსულომ გასულ წელს უარი უთხრა ვიზის გაცემაზე. გთავაზობთ სტატისტიკას, ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით:
“პოლიტიკანო”:
▶️ ესე გამოხატავს თავის სიყვარულს და თანადგომას საქართველოს მიმართ მისი უფროსი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორი და დემოკრატიის შუქურა ??
? ამ გრაფიკზე მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებია წარმოდგენილი, თორემ მთელი მსოფლიოს მასშტაბით აუტსაიდერების რიცხვში ვართ. ზამბიის (40.64%), უგანდის (51.65%), ტონგას (45.85%), სუდანის (57.44%), პაკისტანის (48.26%) და ზოგადად მესამე სამყაროს ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას უფრო ნაკლებ უარს ეუბნებიან აშშ-ის ვიზაზე, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებს.
? სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების ორიგინალი თუ დაგაინტერესებთ ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ – https://travel.state.gov/
#აშშ #საქართველო #საქართველოაშშ #ვიზები