მომიტინგეთა ნაწილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიტინგზე გამოჩენისას მობილური კავშირი შეწყდა. ყოველ შემთხვევაში, “ნიუსფრონტი” ცდილობდა რამდენიმე მათგანთან დაკავშირებას სწორედ ივანიშვილის სიტყვით გამოსვლის დროს, მაგრამ უშედეგოდ – ყველა ტელეფონი “გამორთული” იყო.
როდესაც მიტინგი და ივანიშვილის გამოსვლა დასრულდა, მობილური კავშირი აღდგა.
სავარაუდოდ, ეს ზომა უსაფრთხოების მიზნით იქნა მიღებული.