ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა სახელმწიფოს სჭირდება – მიხეილ სარჯველაძე

“უალტერნატივოდ სწორია პარლამენტში ოპოზიციის შემოსვლა და შესაბამისად საპარლამენტო ცხოვრებაში აქტიურად ჩართვა” – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

“ოპოზიციის პარლამენტში ყოფნა სჭირდება სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. მე ვთვლი, რომ ოპოზიციის წრეში აუცილებლად იქნებიან საღი აზრის მხარდამჭერი ჯგუფი, რომლებიც სწორ არჩევანს გააკეთებენ” – განაცხადა სარჯველაძემ.

წყარო: newposts.ge